კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: პიკს გადავდივართ და ალბათ დავეშვებით ქვემოთ

[su_quote]ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, რომ ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავიარეთ, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში.

თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე. ამდენს ვსაუბრობთ რომ გვქონდა 50% და იყოს 75%, და კიდევ უფრო მეტი, პირიქით, უფრო უგულებელვყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და 50%-ს დაბლა ჩამოდის[/su_quote]

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კურიერთან საუბარში განაცხადა.

იტვირთბა....