ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქალდანმა პირველ შეხვედრაში ძლიერი მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია.
ის ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდა, რომელთანაც დამარცხდა.