ახალი ამბები მთავარი სამართალი

შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 6 ობიექტი დააჯარიმა და 5 დალუქა

შრომის ინსპექციამ ბოლო 72 საათში კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით 6 ობიექტი დააჯარიმა და 5 დალუქა.

უწყების განცხადებით, ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია. ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი.

მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი. შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული.

იტვირთბა....