მთავარი სპორტი

გიგა ჭიკაძემ UFC-ის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ედსონ ბარბოზა ნოკაუტით დაამარცხა

UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში გიგა ჭიკაძემ ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა ნოკაუტით დაამარცხა.

დაპირისპირება სამი რაუნდი გაგრძელდა. გადამწყვეტი სწორედ მესამე გამოდგა, როდესაც გიგა ჭიკაძის ძლიერ, ზუსტ დარტყმებსა და კომბინაციების მსაჯების მიერ ტექნიკური ნოკაუტის გამოცხადება მოჰყვა და მთავარი არბიტრი იძულებული იყო, ბრძოლა შეეჩერებინა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის მთავარი მოვლენის სტატუსით ქართველმა სპორტსმენმა იბრძოლა.

33 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მერვედ იჩხუბა. მას ზედიზედ 7 ბრძოლა აქვს მოგებული.

იტვირთბა....