ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: ჩვენ ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოს რეზიდენციაში სასულიერო პირებთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.

პატრიარქმა მორწმუნეებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

“ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო! ჩვენ ყოველთვის, ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული!“, – განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობის დღესასწაულს ზეიმობს.

იტვირთბა....