ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ქავთარაძეზე, საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე განთავსებულ კოვიდ-დეპარტამენტში პაციენტი გარდაიცვალა.

დეპარტამენტის კოორდინატორის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 540 449 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 476 555, ხოლო გარდაიცვალა 7175 პაციენტი.

 

იტვირთბა....