[su_quote]ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღევანდელი დღე, ვინაიდან მის მრავალ დამსახურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია, რომ ის ჩვენ გვასწავლის მოწიწებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღმერთმა გააძლიეროს იგი, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს სანუკვარი სიტყვები – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ, ყოველთვის იყოს ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს სულსა და გონებაში ყოველთვის ჟღერდეს ეს ლოცვა[/su_quote]
ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

