ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქიით დაზარალებული მევენახეები სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3 000 ლარს მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაცის სახით, 3000 ლარს მიიღებს.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, მევენახეები დაზიანებულ ყურძენს – 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო  საფერავს 1 ლარად  ჩაიბარებენ.

“უნდა ითქვას, რომ სწორედ  ჩვენი ხელიუფლების პირობებში ხდებოდა მევენახეობის დარგის უპრეცედენტო მხარდაჭრა, როგორც თანმიმდევრული პოლიტიკის და ზოგადად, დარგის განვითრების, ასევე კონკრეტულ შემთხვევების, მათ შორის კონპესაციების კუთხით. 2012 წელს, ჩვენ გვახსოვს მასშტაბური კონპენსაციები, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ,,ქართუმ“ დაზარალებული მევენახეების კონპენსაცია განახორციელა. წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაცის სახით, 3000 ლარს მიიღებს. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს – 1კგ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო  საფერავს 1 ლარად  ჩაიბარებენ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

იტვირთბა....