ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე ვაშაძესთან ერთიანდება

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლის წევრს, გიორგი ვაშაძეს უერთდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე მთავარ არხთან ადასტურებს.

„გრიგოლ ვაშაძე იქნება ამ პარტიაში, სხვა პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილებს რაც შეეხება, ამას 30-ში გავაჟღერებთ. კანდიდატებზე მსჯელობა ფინალურ ფაზაშია. იდეა მესამე ძალის შექმნის არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიკრიბოთ ოპოზიციურ ფრონტზე იმიტომ, რომ 43%-იანი ბარიერი კვლავ ძალაშია“, – ამბობს ჩიხლაძე.

მესამე ძალის პრეზენტაცია 30 აგვისტოს არის დაგეგმილი. პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველი ნომრით იბრძოლებს.

იტვირთბა....