aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ – შეერთებული შტატები ტერორისტული ჯგუფის თავდასხმას უპასუხებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას უპასუხებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა სამხედრო მეთაურებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერატიული გეგმების შემუშავება უკვე დაავალა.

„მივმართავ მათ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა: არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ. მე დავიცავ ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 90 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის, 13 ამერიკელი სამხედროა.

იტვირთბა....