ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ფონი ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში – კულუმბეგოვის განმარტება

იმუნილოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს რა შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ვაქცინამ ალერგიული ფონი. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

იმუნოლოგი აღნიშნავს, რომ თუ მედიკამენტ იბუპროფენზე ადამიანს აქვს ალერგია ჯერ ალერგოლთან უნდა გაიაროს კონსულტაცია და შემდეგ გაიკეთოს ვაქცინა.

“ალერგია ზოგადად არის ძალიან გავრცელებული პრობლემა. ალერგია როგორც თვითონ მოცემულობა რომელიც თვითნ ალერგიას მიეკუთვნება დაწყებული ბრონხული ასთმიდან, გაგრძელებული სეზონური ან არასეზონური რინიტი, მედიკამენტური ალერგია – უმრავლესი რაც კი არსებობს, ანტიბიოტიკზე, სტომატოლოგთან ლოკალურ ანესთეზიოლოგიურ საშუალებებზე, კვებითი ალერგია რომელიც ხშირს შემთხვევაში თვითშეფასებით ხდება, მაგრამ უჩივიან – მსგავსი ალერგიული დაავადებები არ წარმოადგენს ვაქცინაციის უკუჩვენებას.

მაშინ რა არის ვაქცინაციის უკუჩვენება ალერგიის მხრივ? – ვაქცინაციის უკუჩვენებას მიეკუთხება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ვაქცინაში არსებულ ინგრედიენტზე შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ცხოვრებაში უკვე ცნობილი ალერგია. ჩვენ თუ გავყვებით კონკრეტულ ვაქცინებს ვიცით იქ რა არის დამნაშავე საეჭვო ინგრედიენტები, რომლებიც ალერგიას იწვევენ. მაგალითად ფაიზერის ვაქცინის შემთხვევაში ნივთიერება რომელიც შედის და არის ალერგენი არის პოლიეთილენგლიკონი ეს გავრცელებულია და არა მარტო მედიკამენტების შემავსებელია, მაგალითად იბუპროფენს. მარტივი გადაწყვეტაა სატელევიზიო ეკრანიდან, რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ თუ ვინმეს იბუპროფენის დალევის შემდეგ ალერგია ჰქონიდა მისთვის რა საკვირველია ჯერ ალერგოლოგთან არის მისვლა რეკომენდირებული და მერე ფაიზერის ვაქცინის გაკეთება”,- ამბობს კულუმბეგოვი.

იტვირთბა....