ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: სწავლა სავარაუდოდ დისტანციურად დაიწყება

დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სექტემბრიდან სწავლა სავარაუდოდ დისტანციურად დაიწყება.

“ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა”,- ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძე, ასევე ამბობს, რომ უნივერსიტეტებშიც სწავლა დასწრებით იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს თუ სტუდენტების უმრავლესობა იქნება აცრილი.

იტვირთბა....