ISIS-ის წევრებმა 15 წლის ბიჭი მაღალი შენობიდან გადააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა გაიგეს, რომ 15 წლის ბიჭი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო და ამის გამო სიკვდილით დასაჯეს.
მოკლული ბიჭი “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სახლში ჰყავდათ დაკავებული, მას დაჯგუფების ოფიცერთან აბუ ზაიდ ალ-ჯაზრავისთან სექსუალური კავშირი ედებოდა ბრალად. ბიჭი სიკვდილით მას შემდეგ დასაჯეს, რაც აბუ ზაიდი პოსტიდან მოხსნეს და სირიიდან ერაყში საბრძოლველად გადაიყვენეს.
ISIS -ის მხარდამჭერთა ცნობით, ჯიჰადისტებს ზაიდის სიკვდილით დასჯა სურდათ, მისი ჰომოსექსუალობის გამო, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს ერაყში გაეშვათ საბრძოლველად.
შეგახსენებთ, ISIS-მა, ბოლო თვეებში, ასობით მამაკაცი დასაჯა სიკვდილით ჰომოსექსუალობის გამო მათ მიერ კონტროლირებად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე.