[su_quote]ჩვენ ვვარაუდობთ ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს შექმნას. აქ მოსვლამდე ვიმყოფებოდი ერთ-ერთი ძალიან მშრომელი ფერმერის, ტერენტი კვარაცხელიას კარმიდამოში, ვნახე მისი თხილის ბაღები და მართლაც გასაოცარია ის, რაც ვნახე. დღეს მშრომელ ფერმერს უფასდება შრომა. ეს იყო მართლაც წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მთავრობისა და მოქალაქის ურთიერთთანამშრომლობით მივიღოთ წარმატებული ფერმერი. სწორედ თხილის ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, საქართველო მსოფლიოში ტოპ-ხუთეულში შედის. პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – იტალია, მესამე ადგილზე – ჩვენ, მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში გადავიდეთ მეორე ადგილზე. გვაქვს ამბიციური გეგმა და ხედვა, რომ თხილის წარმოების კუთხით საქართველო გახდეს მსოფლიოში მეორე მწარმოებელი ქვეყანა. ეს შეგვიძლია ჩვენ და შეგიძლიათ თქვენ, ჩვენო მშრომელო, ერთგულო ხალხო, ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით. ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრამები[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.