ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს და ასეთი ადამიანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი განახევრდეს.
“აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები. ასევე, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი. ადამიანებს მივცეთ საშუალება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს პროცესში.
აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან. სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია. რაც ასევე არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია.
გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი. ეს ნაბიჯები იქნება მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს თანამოქალაქეებში გავზარდოთ ვაქცინაციის პოპულარიზაცია”,- ამბობს დეკანოიძე.

