ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იოსებ ფალელიშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
მან ასევე პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა.
ამის შესახებ განცხადება ფალელიშვილმა დღეს საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან სააგენტო „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა, პოსტის დატოვების მიზეზი უსამართლობის განცდა იყო. კონკრეტულად რა სახის უსამართლობაზე აქვს საუბარი ამის დაკონკრეტებისგან ფალელიშვილი თავს იკავებს და ამბობს, რომ ჯერ ამ თემაზე სასაუბროდ მზად არ არის.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ახლა საქმიანობას, როგორც საკრებულოს თავისუფალი დეპუტატი ისე გააგრძელებს და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის ისევ ხალხის სამსახურში იქნება.