მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და კოსოვოს შორის, მაყურებლის გარეშე გაიმართება.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
საფეხბურთო მატჩი 2 სექტემბერსაა დაგეგმილი და ის ბათუმში უნდა გაიმართოს.
ანალოგიური შეზღუდვა იმოქმედებს ყველა სპორტულ ღონისძიებაზე.