საზოგადოება

უსექსობა და უსიგარეტობა საქართველოში: ნანუკა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სიგარეტის დეფიციტს და გაძვირებულ ფასებს  ფეისბუქზე სტატუსით  გამოეხმაურა :

„გავიგე, რომ თურმე ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და იქნებ სიგარეტის გაძვირებას დაამატოთ:

  1. Fast food-ის აკრძალვა, ( მავნებელია ჯანმრთელობისთვის)

ისევე როგორც-

  1. სასმელი.
  2. ღორის ხორცი. ( ზოგადად ქართული სამზარეულო)
  3. გამონაბოლქვი ქალაქში.
  4. ნერვიულობა. ( განსაკუთრებით ცუდია ჯანმრთელობისთვის)
  5. უსექსობა. ( რომელიც დანერვოზებულ ერს ეტყობა) ჭოგრიტით რომ არ უყურონ სხვის სექსს სასტუმროებში:)
  6. იძულებითი გავხადოთ ბანაობა. მინიმუმ წყლის გადავლება. იმიტომ
    რომ რთულია თქვა, ჩვენს ჯანმრთელობას სიგარეტის კვამლი უფრო აზიანებს, თუ ოფლის ოხშივარი!

ისედაც ფარისეველ ერს, არ გვინდა ეს სხვის ჯანმრთელობაზე ასე შეწუხება. ყველამ საკუთარს მივხედოთ.“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსნებთ, რომ გარკვეული დასახელებების სიგარეტზე ფასი სამჯერ გაიზარდა. კონკრეტული კომპანიები ამას პროდუქციის დეფიციტს უკავშირებენ.

იტვირთბა....