ახალი ამბები მთავარი სამართალი

გირგვლიანის მოსამართლე დღეს მუშაობას შეუდგა

38 მოსამართლე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია, დღეს მუშაობას შეუდგა. ამ მოსამართლეებიდან მხოლოდ 8 არის ახლადდანიშნული და მათ დღეს ფიცი დადეს.

ხელახლა არჩეულ მოსამართლეებს შორის ლევან მურუსიძეც არის, რომლის არჩევამაც სკანდალით ჩაიარა. ის დღეს მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ, როგორც რიგითი მოსამართლე, ისე გააგრძელებს მუშაობას.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავარია, მათ გაამართლონ ის ნდობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათ მიმართ გამოხატა.

ნინო გვენეტაძემ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების დღის წესრიგში ყოფნის თაობაზეც გააკეთა კომენტარი.

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღემდე ასეთი რეფორმირება არ იყო. თუმცა, რიგი საკითხები, საბჭოს წევრთა მიერ უფლებამოსილების განხორციელების საკითხებთან, გამჭვირვალობასთან, ქვორუმთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები იყო, მაგრამ ის საკითხები, რაზეც თქვენ კითხულობთ, ამაზე სარეფორმო წინადადებებში რასაკვირველია, არ ყოფილა მსჯელობა,” – განმარტა ნინო გვენეტაძემ.

იტვირთბა....