კრიმინალი მთავარი სამართალი

ბორჯომში, სტუმრად მყოფი კაცი მასპინძელმა მოკლა

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ა.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს – 1965 წელს დაბადებული რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.ნ ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....