5 ადამიანი დაიღუპა 6.7 ბალიანი მიწისძვირის შედეგად ინდოეთში. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მიწისძვრა ჩრდილოეთ ინდოეთში დღეს გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 33 ადამიანია დაშავებული.
ქალაქ იმპაიში, სადაც შემთხვევა მოხდა, სულ 250 000 ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისთვის სამაშველო სამსახურები ქალაქში კვლავაც მუშაობენ.