ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

47 წლის კოვიდინფიცირებულ ქალს ტყუპები შეეძინა

[su_quote]47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“,  ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის [/su_quote]

იტვირთბა....