ლევან მამალაძე განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი და დაუძლეველი პრობლემა ხიდაშელ – უსუფაშვილია! ისინი არა მარტო ურეიტინგონი არიან, მათ მიმართ ხალხი აუტანლობას ავლენს. ასეთი პოლიტიკური დისბალანსი საზოგადოებაში გაუგებრობას ბადებს და ივანიშვილის ავტორიტეტს დიდ ზიანს აყენებს! არ შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესებზე მომუშავე პირები უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. საქართველოს ამერიკელ კურატორებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი უხეში ჩარევა საკადრო პოლიტიკაში, საქართველოს სუვერენიტეტის დაქვეითება და გრძელვადიან გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენი ჩართვა დადებითად არ დასრულდება! ამგვარი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საზოგადოებას დასავლეთის აღარ სჯერავს და რუსეთთან დაახლოებას ითხოვა. საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ თავსმოხვეული პოლიტიკა , სახელისუფლებო დისბალანსი, დაპირებათა მივიწყება და კანონიერებაზე მაღლა პირადი ინტერესების დაყენაბამ გამოიწვია სისტემური კრიზისი. აშკარად შეიმჩნევა ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის შემცირება, რაც უდავოდ აისახება 2016 წლის არჩევნების შედეგებზე. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობა დადებით ტენდენციად შეიძლება შეფასდეს, მაგარამ მთავრობის კოსმეტიკური შელამაზებით სიტუაცია არ გამოსწორდება. სისტემური კრიზისის დასაძლევად ბიძინა ივანიშვილმა ,კარდინალური საკადრო ცვლილებები უნდა გაატაროს, თანამდებობებზე საქმის მცოდნე წესიერი პროფესიონალები დაინიშნოს, ხალხმა უნდა იგრძნოს გამოცხადებული სოციალ -ეკონომიკური რეფორმების და სამართლიანობის რეალური აღდგენის შედეგები. – ასეთ განცხადებას ავრცელებს შევარდნაძისდროინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი ლევან მამალაძე.
შეგახსენებთ, ლევან მამალაძე ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოდან გადაიხვეწა და იგი ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს.