ახალი ამბები მსოფლიო საზოგადოება

ტყუპები ორ განსხვავებულ წელს დაიბადნენ

22 წლის მარიბელ ვალენსიამ პირველი შვილი ჯაელინი 2015 წლის 11:59 საათზე გააჩინა, ხოლო მეორე შვილი, ლუისი კი 2 წუთით გვიან – 2016 წლის 1 იანვარს.
ჩვილები სან დიეგოს ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიბადნენ.
“პატარა ჯაელინი 4 კგ-სა და 15 გრამს იწონის, ლუისი კი 5 კგ-სა და 9 გრამს” – იტყობინება ABC news.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ტყუპები არიან, მათ დაბადების დღე სხვადასხვა დღეს აქვთ.

 

“მე ორ ბავშვს ნამდვილად არ ველოდი, ასე, რომ ეს ძალიან დიდი სიხარულია – ერთი გოგო და ერთი ბიჭი ახალი წლის ღამეს”- აღნიშნა ბავშვების დედამ.

იტვირთბა....