ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შვილმა მამა მოიყვანოს პოლიტიკაში, ქართული ნოუ ჰაუა – ქადაგიშვილი მელიაზე

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ქართული ნოუ ჰაუა, როდესაც შვილს მამა მოჰყავს პოლიტიკაში.

მისივე თქმით, დღევანდელმა ვითარებამ მმართველს გუნდს დაანახა, რომ ოპოზიცია უძლურია.

“ზოგადად, პოლიტიკაში არის ასეთი ტრადიცია, რომ მამის გზას მერე შვილი აგრძელებს ხოლმე, მაგრამ შვილმა მამა მოიყვანოს პოლიტიკაში, ეს ქართული ნოუ-ჰაუა. ამ ვითარებამ ჩვენ დაგვანახა, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად უძლური არის, მისი საკადრო რესურსი ამოწურულია”, – ამბობს ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდის მერობის კანდიდატად კი ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია დასახელდა.

იტვირთბა....