ტოკიოში ქართველი პარაოლიმპიელი სპორტსმენი დააკავეს, რომელიც სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ძიუდოისტის თავდასხმის შედეგად 60 წლის მამაკაცს ნეკნი აქვს გატეხილი.
პარაოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ძიუდოისტებს სასტუმროში, კარანტინში ყოფნა მოუწიათ. სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა ქართველ სპორტსმენს ხმაურის გამო შენიშვნა მისცა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.
როგორც კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, ქართველი სპორტსმენი პარაოლიმპიურ თამაშებში ვეღარ იასპარეზებს.
პარაოლიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს 4 400 სპორტსმენი მონაწილეობდა.