მთავარი მსოფლიო სპორტი

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, გერდ მიულერი გარდაიცვალა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, გერდ მიულერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის ბაიერნი ტვიტერზე ავრცელებს.

“მიუნხენის ბაიერნი და ყველა მისი გულშემატკივარი გლოვობს გერდ მიულერს, რომელიც 75 წლის ასაკში გარდაიცვალა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიულერს მოგებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. გარდა ამისა, მან გფრ-ის ნაკრებში ჩატარებულ 62 მატჩში 68 გოლი გაიტანა.

იტვირთბა....