ახალი ამბები მთავარი სპორტი

ღარიბაშვილი: ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედალოსნები კი 250 000 ლარს მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები ჯილდოდ 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები 250 000 ლარს მიიღებენ.

მისივე თქმით, ოლიმპიელების მიერ მოპოვებული 8 მედალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ისტორიული შედეგია.

“მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 8 მედალი მოიპოვა. აქედან 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ღარიბაშვილმა ოქროს მედალოსნებს ჯილდოდ 1 მილიონი ლარი გადასცა.

იტვირთბა....