გადაცემა “20.30”-ში ჟურნალისტის კითხვაზე, გაიარა თუ არა კონსულტაცია, აწ უკვე ექს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციებისთვის მათ შეხვედრა ნამდვილად ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა იგივე კითხვა დაუსვა ივანიშვილს გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებითაც. ივანიშვილმა ასევე დაადასტურა, რომ კვირიკაშვილს ივანიშვილთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები დღემდე ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილის წასვლა და კვირიკაშვილის პრემიერობაზე წარდგენა შუშის სახლში გადაწყდა.