ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

ლეო მესი პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელია

ლიონელ მესი პარი სენ ჟერმენშის ფეხბურთელია, ის ორწლიან კონტრაქტს დათანხმდა.

ამის შესახებ გამოცემა BBC-ი წერს.

„ეს ყველაფერი დადასტურებულია. ლიონელ მესი პსჟ-ს ფეხბურთელი იქნება“, – თქვა BBC Sport-ის მიმომხილველმა გილემ ბალაგმა BBC Radio 5 Live-ის ეთერში.

34 წლის არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ბარსელონა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ეს ერთადერთი კლუბი იყო, რომელშიც ლიონელ მესის აქამდე უთამაშია. წასვლის მიზეზი კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება გახდა, რაზეც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ლიონელ მესი ყველა დროის უდიდეს მოთამაშედ ითვლება. ის ბარსელონას 13 წლიდან შეუერთდა და 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა. ის 6 ოქროს ბურთის მფლობელია, ხოლო კატალონიურ კლუბთან ერთად 35 ტიტული აიღო.

იტვირთბა....