.
საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობით დღეს, პარლამენტში მთავრობის პირველი სხდომა იმართება. მას პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. უახლოეს მომავალში კვირიკაშვილი ბიზნესისა და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი უზრუნველვყოთ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.