მთავარი საზოგადოება სამართალი

გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის ბაბუას 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გარდაცვლილი ნინი ცეცხლაძის ბაბუას 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე  თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა.

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. მოგვიანებით, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ გოგონაზე ფიზიკურად ბაბუამისმაც იძალადა, ეს ინფორმაცია კი მას თავად შვილა მიაწოდა.

15 თებერვალს კი პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა. მას ბრალი შვილიშვილზე ძალადობისა და მუქარის მუხლით ჰქონდა წაყენებული.

 

იტვირთბა....