ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

კასპში მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი მოკლეს, 2 პირი კი დაჭრეს.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების განცხადებით, მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

 

 

იტვირთბა....