ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე ჩოლოიანის გათავისუფლებაზე: ასე მუშაობს სისტემა – თავისიანებს არ სჯის

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის პატიმრობიდან დროზე ადრე გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტი არ გაკვირვებია.
“სიმართლე გითხრათ, გამომიძიებელი ჩოლოიანის გათავისუფლება არ გამკვირვებია.
ჩვენი მახინიჯი სისტემის ყველაზე მანკიერი თვისებაა მის შიგნით არსებული დამნაშავეების დაფარვა. მარტო გამომძიებელი ქალი არ იყო დამნაშავე. იკვეთებოდა ბევრი სამართალდამცველის გულგრილობა და პასუხისმგებლობა, ამიტომ სისტემამ ხელი დააფარა სხვებს, ხოლო ვინც “დასაჯა” – ვადამდე ადრე ხარკის მოხდის მიზნით გამოუშვა.
ასე მუშაობს სისტემა – თავისიანებს არ სჯის. მისთვის სხვისი სიცოცხლე უფრო ნაკლებია, ვიდრე საკუთარის მხილება”, – წერს დეკანოიძე.

 

გარდაცვილი ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პატიმრობიდან დროზე ადრე გაათავისუფლეს. მას 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

იტვირთბა....