ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამხდრო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ჯაველინების მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს „ჯაველინის“ ტიპის ჯავაშანსაწინააღმდეგო რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვასთან დაკავშირებით. დეპარტამენტის უცხოური სამხედრო გაყიდვის შესახებ ამ ინფორმაციას ამერიკის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს.

შესყიდვის საერთო ღირებულება 30 მილიონი ამერიკული დოლარია.

„აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, რომელიც არის სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორი. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდით. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

განცხადების თანახმად, საქრთველოს მთავრობამ ითხოვა ოთხმოცდაორი „ჯაველინ“ FGM-148 რაკეტა და ორმოცდაექვსი გამშვები ერთეული (CLU). საქართველო ასევე სთხოვს სტრეტეგიულ პარტნიორს სხვა დაკავშირებულ აღჭურვილობას და რამდენიმე მიმართულებით ტექნიკური, ლოგისტიკური და პროგრამული დახმარებისა და წვრთნის აღმოჩენას.

წყარო: ამერიკის ხმა

იტვირთბა....