ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია, ხოლო აკვრაში კი 265 კგ და ოქროს მედალთან ერთად მსოფლიოს ორი ახალი რეკორდი დაამყარა.
ეს საქართველოსთვის ოლიმპიადაზე მოპოვებული მეორე ოქროს მედალია.