ბელგია საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინას საჩუქრად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაპირველად ასტრაზენეკას ვაქცინის 168,000 დოზა უკრაინაში გაიგზავნება, რასაც მოჰყვება 225,600 დოზის გადაცემა კოსოვოს, სომხეთისა და საქართველოს ქვეყნებისთვის.
კრიზისის დაწყების დღიდან ბელგიამ მხარი დაუჭირა კოვაქსის მრავალმხრივ მექანიზმს 4 მილიონი ევროს ოდენობით და ახლა ვაქცინების შემოწირულობით. კოვაქსის მიზანია 2022 წლის ბოლომდე უზრუნველყოს 2 მილიარდი დოზა, მათ შორის 1,8 მილიარდი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.
დღეისათვის 179 მილიონი დოზა იქნა მიწოდებული კოვაქსის მიერ 138 ქვეყანაში. ამასთან, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მიტანილი ვაქცინების 66% მიწოდებულია კოვაქსის საშუალებით. კოვაქსის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ევროკავშირია – 2.4 მილიარდი ევროს წვლილით.