ახალგორიდან დევნილი, 89 წლის შუშანა ზარიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
„89 წლის ვარ და ცხოვრებაში პირველად გავიკეთე აცრა, ჯერ არ მინდა სიკვდილი. ახალგაზრდებსაც ვურჩევ, რომ აიცრან, თუ ავიცრებით გვეშველება ხალხს“, – აცხადებს ზარიძე.
შუშანა ბებოს 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავს.