ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 34 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე ვრცელდება.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, PCR ტესტით – 28 674.