საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 45% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, ხოლო გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ ვაქცინას გაიკეთებს.
კითხვაზე, ვაქცინების ხელმწისაწვდომობის ზრდისა და ვაქცინაციის პროცესის გაგრძელებისას რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, გამოკითხულთა 18%-მა აღნიშნა, რომ აიცრებოდა როგორც კი ეს მისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა.
19%-მა განაცხადა, რომ აიცრებოდა რაღაც დროის გასვლის შემდეგ. 7% ამბობს, რომ აიცრა თუ კანონი მის დამსაქმებელს ამას მოსთხოვს. 5%-ის თქმით, უკვე აცრილია. 7%-მა არ იცის/პასუხი უარზე.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 25% ფაიზერს ენდობა, სინოფარმს უპირატესობას ანიჭებს -8%, ასტრაზენეკას – 7%, სინოვაკს -4%, მოდერნას კი – 1%,
IRI-ის კვლევ ჩატარდა 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია.