ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის წევრი ცოლ-ქმარი მეტროში ტერაქტს გეგმავდა

ბრიტანეთში ცოლ-ქმარი დააკავეს, მათ ტერორისტული აქტების მოწყობაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

მოჰამედ რეჰმანი და სანა აჰმედი ISIS-თან თანამშრომლობაში ამხილეს. ცოლ-ქმარი ლონდონის მეტროში ტერაქტის მოწყობას გეგმევდნენ. ამ მიზნით, სანა აჰმედი ეხმარებოდა  მეუღლეს ინტერნეტში  ქიმიური ნივთიერება შეეძინა, ბომბის გასაკეთებლად.

ბრიტანეთის პოლიციამ ცოლ-ქმრის სახლში დიდი რაოდენობის იარაღი იპოვა. მოჰამედ რეჰმანი ISIS მიმდევარია და  ჯიჰადისტთა იდეოლოგიას სრულიად იზიარებს.

 

იტვირთბა....