aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შარ მიშელი: მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ გუნდს მოუწოდებს პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.

“მე ცნობად მივიღე ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება კვლავ წარმოადგენს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

მე თანაბრად მივიღე ცნობად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ზრდის მიღწევას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის კეთილდღეობისთვის.

სიღრმისეულ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებსა და თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.

საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შექმნილი სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად”,- წერია შარლ მიშელის განცხადებაში.

ართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....