aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: ბატონო კობახიძე, არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხებიდან

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ დაუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 43 პროცენტზე ნაკლები აიღოთ  თვითმმართველობის არჩევნებზე. ნადვილად არ დაგითმობთ ამ ქვეყანას საჯიჯგნად. ჩვენ ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს რომ ვიმუშავებთ ჩვენს დასავლელ პარტიორებთან, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებთან. ბატონო კობახიძე, რ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხებიდან, თქვენ ამას არავინ გეკითხებათ, ეს თქვენი საქმე არ არის, ამ დოკუმენტს ჰყავს თავისი მედიატორები და მათთან ერთად იქნება ეს გადაწყვეტილებები იღებული. დღეს „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩვენ ავყვეთ პროცესში და ჩვენც დავტოვოთ შარლ მიშელის დოკუმენტი, ამის უფლებას არ მივცემთ. არ ვიღებთ კობახიძის განცხადებას ანულირებასთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება ძალში, დაბრუნდება უკან
aviabiletebi
ავიაბილეთები

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....