საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 335 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, PCR ტესტით – 14 810.