მედია მთავარი ციტატა

აქუბარდია: ივანიშვილის მივცეთ 1-კვირიანი ვადა და შემდგომ შაბათს ბიძინას დავადგეთ სადაც იქნება

[su_quote]ერთი იდეა მაქვს – მგონი, ასეთი გამოსვლებით ამათ ვერაფერს გაუკეთებ. ჩემი სუბიექტური აზრია, არ იფიქროთ, ემოციები მასაუბრებს. ეგებ ფორმა შეგვეცვალა და ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეცა ვადა 1 კვირა და შემდგომ შაბათს ბიძინას დავადგეთ სადაც იქნება, დამიჯერეთ, ხალხო, სხვა გზა არ არის, პირადად მას უნდა მივმართოთ. ყველაზე დიდი ტრავმა tv პირველმა გადაიტანა. ინგა გრიგოლია გენ. დირექტორია და მასზე გადავიდა მთელი ტვირთო. 3-4 დღის წინ მისი მუქარა მოვისმინე, ჩვენ დაგამთავრებთო. მოდი, ყველა გავყვეთ ინგას. მე ვთხოვ ინგას მოიფიქროს, სადაც არ უნდა წავიდეს [ივანიშვილი], დავადგეთ იქ, ეს კაცი უნდა მოშორდეს ქვეყანას. მთელი მთავრობა უნდა გადადგეს. თუ ჩვენ ეს მოვითმინეთ, ყველას გადაგვივლიან, ვიქნებით რუსული პერიფერია და ეს არ დავუშვათ[/su_quote]

განაცხადა კავკასიის დამფუძნებელმა პარლამენტის წინ პრემიერის გადადგომისა და 5 ივლისის მოძალადეების დასჯის მოთხოვნით გამართულ აქციაზე.

იტვირთბა....