ახალი ამბები მთავარი ციტატა

წულუკიანი: ზოგიერთი ტელევიზია ასაღებდით, რომ ოპერატორი მოკლა ილია მეორემ და მოკლეს მთავრობის წევრებმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჩვენა კადრები, ეს კადრები ნახა საზოგადოებამ და როდესაც თქვენ, მედიასაშუალებებმა აწიეთ პანიკა, რომ ეს კაცი თურმე მოკლა მთავრობამ, რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს პასუხის უფლება. მე ველოდები ექსპერტიზის დასკვნას და ვუსმენდი და ველოდებოდი კლინიკის დირექტორის ბრიფინგს, რომელიც ამბობს, რომ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, პაციენტს გასვლის წინ ჩაუტარდა ტომოგრაფია, რომელმაც არაფერი აჩვენა ისეთი, რაც მიუთითებდა, რომ პაციენტის შინ გაშვება არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ, თუ არ ვცდები, ის ეთერშიც იყო თუ თქვენთან ურთიერთობდა, ნანახიც გყავთ კლინიკიდან გამოშვების შემდეგ. როდესაც არ ვიცით, ნუ ვიჩქარებთ ხოლმე დასკვნებს. ზოგიერთი ტელევიზია გუშინ მთელი დღე ამ ამბავს ასაღებდით ისე, თითქოს მთავრობის წევრებმა ეს ოპერატორი მოკლეს, ეს სირცხვილია. თქვენ ამას ასაღებდით, თითქოს ეს ოპერატორი მოკლა ილია მეორემ, ეს არის ერის სირცხვილი. დავსერიოზულდეთ, ახლა სიმშვიდის დროა, დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს, პირველადს და საბოლოოს, გამოძიებას და შევწყვიტოთ პროვოკაციებში მონაწილეობა ყველამ ერთად. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა ყველამ ისე, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური და ბინძური მიზნებისთვის გამოყენება ამ ქვეყანაში შეწყდეს

ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართლ ბრიფინგზე განუცხადა.

იტვირთბა....