ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: პრემიერად წოდებული სიმახინჯე დღის ბოლომდე წაეთრეს, სირცხვილი საპატრიარქოს

[su_quote]ლექსოს გარდაცვალებით, მითიც კი თუ არსებობდა ქართული დემოკრატიის, ისიც კი გარდაიცვალა. უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშაქარავას აგრდაცვალების გამო – ამბობს პრემიერად წოდებული სიმახინჯე. ზიზღით აღსასვე ღარიბაშვილი არის ივანიშვილის ზონდერი, რომელსაც თავის ზონდერები ჰყავს, ეკლესიას შეფარებული ზონდერები, საჯარო მოხელეები, სპორტსმენების დაჯგუფებები, შავი სამყაროს დაჯგუფებები და სამწუხაროდ, ეკლესიის დაჯგუფებები, მაგრამ ის რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არის ხელისუფლების ორგანიზებული აქცია. პრემიერი მის მიერვე მოკლული ლექსო ლაშქარავას გამო გამოხატავს მწუხარებას თუ იმ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, რომლის ცხედარიც ჯიჯგნეს და სპეცოპერაციით გაიტანეს სახლიდან. რომელ ოჯახს უცხადებს თანადგომას? დედას, რომლის თვალწინაც შვილის ცხედარი პარკში ჩატენეს და იმ დედას, რომელიც იატაკზე ათრიეს? tv პირველის კოლექტივს ვუცხადებ თანადგომასო, რომელი tv პირველის კლექტივს, რომელმაც საშინელი კადრები გამოაქვეყნა, სადაც თავად ის ფიგურირებს, ის სამარცხვინო ანტუნი თუ ტრი-ტრი და ამის გამო საქმე აღძრეს და სასამართლო განჩინება გამოიტანეს. ამ არხს უცხადებს თანადგომა, რომელსაც მანქანები მოაყენა, რომ არხი აეღო, ამ ფორმით უცხადებს თანადგომას? ეს კაცი მედიის მთავარი მტერია ამ ქვეყანაში. ასეთი ბრუტალური ქმედებებით მედიის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში არასდროს არავინ მოქცეულა. ეს პრემიერად წოდებული სიმახინჯე დღის ბოლომდე უნდა გადადგეს, უნდა წაეთრეს და პასუხისმგებაში მიეცეს, გადადგეს და გადაიყოლოს თავისი მთავრობა. საპატრიარქოს სირცხვილი, თავის მოჭრა, ანტიქრისტიანული დაჯგუფება[/su_quote]

განაცხადა მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ tv პირველის ეთერში. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ოჯახსა და tv პირველს თანადგომა გამოუცხადა.

იტვირთბა....