არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა კოპა ამერიკა მოიგო. მათ ფინალში ბრაზილია დაამარცხეს. თამაში მარაკანას ლეგენდარულ სტადიონზე გაიმართა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში არგენტინელმა შემტევმა ანხელ დი მარიამ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს ლიონელ მესის პირველი სანაკრებო ტიტულია.