ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ასტრაზენეკას 43 200 დოზა ვაქცინა უკვე საქართველოშია

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია .

„ასტრაზენეკას“  ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის.

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები  ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.

მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.

იტვირთბა....