საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსისგან 423 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 629 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 883, PCR ტესტით – 15 746.